კონტენტ კრეატორი
კომპანია Triart, რომელიც 40 წელიწადზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ავეჯის ფასადებს, სამზარეულოს ზედაპირებს, კედლის დეკორატიულ პანელებსა და მაკომპლექტირებელ პროდუქციას, აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- კონტენტის შექმნის, გადაღებისა და მონტაჟის სრული ციკლის მართვა.
- სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრა და კომპანიის მიზნების გათავისება.
- აქტუალური ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ადაპტირება.
- დროის ეფექტიანი მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ციფრული კონტენტის შექმნის მიმართულებით
- სოციალური მედიის ფორმატების (Reels, TikTok, Shorts) და მათი ალგორითმების ცოდნა.
- სცენარების დამოუკიდებლად მომზადების უნარი.
- განათების, ტექნიკური აღჭურვილობისა და აუდიო ჩაწერის პროფესიონალურ დონეზე ფლობა.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ძლიერი ვიზუალური ხედვა, იდეების ეფექტურად და ეფექტიანად გადმოცემის უნარი
- სტრატეგიული აზროვნება
- კრეატიული იდეების გენერირება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.