კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი და გამავალი ზარების მომსახურება;
- ზარების გადამისამართება კომპანიის შიგნით სხვადასხვა ერთეულში;
- კომპანიის ონლაინ არხების მეშვეობით მოთხოვნების მიღება;
- მომხმარებლის პირველადი ინფორმირება;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
- კონტაქტ ცენტრში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 სექტემბრამდე.
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.