კონსულტანტი/გაყიდვების მენეჯერი
ჩვენი მაღაზია ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გუნდის წევრს კონსულტანტისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციისა და დახმარების გაწევა
- Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე ოპერატიული პასუხის გაცემა
- პროდუქციის ეფექტურად წარდგენა და გაყიდვების სტიმულირება
- მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის მიღება, განლაგება და სისუფთავის/წესრიგის მუდმივი შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველება (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი)
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სოციალურ ქსელებში კომუნიკაციისა და სწრაფი რეაგირების უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 10:30-19:30 სთ (ყოველდღე, კვირაში 1 დასვენების დღე)
- ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული + ბონუსები გაყიდვებიდან)
- მისამართი: საბურთალო, ტაშკენტის 10ა (მეტრო "სამედიცინოსთან")