კონსულტანტი- ბათუმი — ფიტნეს ფორმულა

ფიტნეს ფორმულა

კონსულტანტი- ბათუმი

₾1000 აქტიური ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
საკვები დანამატებისა და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა", რომელიც 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ქ. თბილისში 4 ფილიალით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, 26 მაისის ქუჩა, 52
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 21:00 სთ-მდე, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. 1 საათი შესვენება.
ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი (NET)+ბონუსი

მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
** ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ