კონსულტანტი — მოდუსი

მოდუსი — ლოგო
მოდუსი

კონსულტანტი

₾1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსიას თბილისში.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების / მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
  • უცხო ენის ცოდნა;
  • პროდუქციის წარდგენის უნარი;
  • მოსმენის, ადამიანების გაგების უნარი და ინტუიცია;
  • თავდაჯერებულობა და საქმის წარმართვის ბუნებრივი ნიჭი;
  • ადამიანებთან კომუნიკაციის ინტერესი და სურვილი;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

თქვენი პასუხისმგებლობა:

  • მომხმარებლის მოლოდინების მუდმივად გადაჭარბება;
  • ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მომხმარებელს უბიძგებს არა ერთხელ მოვიდეს თქვენთან;
  • თქვენი მთავარი მისიაა გაყიდვების მაჩვენებლების მაქსიმალიზება მომხმარებელთან ურთიერთობაზე ზრუნვით;
  • ფილიალში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო განრიგს: კვირაში 5 დღე / 40 საათი;
  • ტრენინგებს;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • გაყიდვებზე მიბმულ საბონუსე სისტემას;
  • უფასო კვებას

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი. (მზარდი ფიქსირებული ანაზღაურება)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ