კომპანიის ხელმძღვანელი — Airballoon

Airballoon

კომპანიის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია Airballoon Tbilisi - ში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, მცირე გუნდს და პარტნიორებთან ურთიერთობას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** თანამშრომლების შერჩევა, აყვანა, ადაპტაცია და გადამზადება; გუნდის მუშაობის კოორდინაცია;
** უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მართვა;
** ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებსა და გიდებთან თანამშრომლობის განვითარება;
** საჰაერო ბურთის სარეკლამო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მართვა;
** მიმდინარე საკითხების დროული მოგვარება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.
** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა/კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხელმძღვანელ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** გუნდთან მუშაობისა და თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: და მეილის სათაურის ველში მიუთითეთ - Airbaloon Tbilisi.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ