ქოლცენტრის ოპერატორი
შპს "მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.149
გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე, დასვენების დღე - ორშაბათი, კვირა - მოკლე სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
- შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით);
- გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
- მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება;
- შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება;
- ექსელში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი.
ვაკანსიის განთავსების ვადა: 01.09.2026-დან 2 კვირის ვადით.