ქოლცენტრის ოპერატორი
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1125 ლარი (დარიცხული)
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და მიწოდება;
- ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა და პროგრამული ასახვა;
- პაციენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციის მოძიება და უკუკავშირი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!