ქოლცენტრის ოპერატორი
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე ან 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
შრომის ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე, გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
ძირითადი მოვალეობები:
- გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებლებთან.
- პოტენციური მომხმარებლის გადამისამართება გაყიდვების მენეჯერთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (სავალდებულოა)
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრება არ გაიმართება დისტანციურად. სავალდებულოა დამსაქმებელთან ინტერვიუ სამუშაო ადგილას.