ქოლცენტრის ოპერატორი — Dyson

Dyson — ლოგო
Dyson

ქოლცენტრის ოპერატორი

₾3500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია DYSON CAUCASUS აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურებას. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული საშუალება, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.

გვესაჭიროება კადრი რომელსაც აქვს:

  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი უმაღლეს დონეზე
  • როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი
  • დროის მართვის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება
  • დაინტერესებულ მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა
  • მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება;
  • კლიენტების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია არ ჰქონდეს ქოლცენტრში სამუშაო გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი
  • უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი
  • მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით
  • შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია

დამატებითი ინფორმაცია:

  • განაკვეთი - სრული, 10:00-19:00
  • მოჭრილი ხელფასი პლიუს ბონუსი - 1800 ლარიდან 3500 ლარამდე
  • ოფისი მდებარეობს თბილისში, დიღომი.