კოლორისტი
„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
„ფაბრიკა 1900“ ეძებს გუნდის ახალ წევრს - კოლორისტი
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება — კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- ნიმუშის ან/და ტექ ბარათის მიხედვით საღებავის კოდის განსაზღვრა დიზაინერებთან ერთად
- ფერის შესაბამისობის შემოწმება ნიმუშთან ან დამკვეთის მოთხოვნასთან;
- ფერის პროგრამული შეზავება და შესაბამისობის უზრუნველყოფა ფერების კატალოგების მიხედვით;
- საღებავების დამზადება შესაბამისი დანადგრის სპეციფიკაციიდან, ქაღალდის სტრუქტურიდან და ბეჭდვის სტილიდან გამომდინარე;
- ნამზადთან ფერის შეუსაბამობის შემთხვევაში საღებავში კორექტირებების შეტანა
- მომზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- მომწოდებელთან კომუნიკაცია ფერების ფორმულებთან და შეზავების კონფიგურაციასთან დაკავშირებით;
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო მასალებისა და ნიმუშების მომზადება;
- საღებავების შენახვის პირობების კონტროლი (ტემპერატურა, ვადა, კონტეინერების მდგომარეობა);
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- საწყობის მართვა, მასალების მიღება/აღრიცხვა და საჭირო პროდუქციის გადაადგილება;
- შეზავებული საღებავების მარაგების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწარმოო, საღებავების, სტამბის ან print production მიმართულებით;
- საღებავებისა და ლაქების დისპენსერთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ფერის შერჩევისა და შერევის ცოდნა
- მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კომპანიის ტრანსპორტირებას
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- სამართლიან და მეგობრულ გუნდს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
„ფაბრიკა 1900“ გისურვებთ წარმატებებს!