ქოლ-ცენტრის ოპერატორი- ქუთაისი — ადეიშვილის კლინიკა

ადეიშვილის კლინიკა

ქოლ-ცენტრის ოპერატორი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.

ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი ქუთაისში ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს.

თუ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
  • წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა;
  • მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • პაციენტების/კლიენტების ჩაწერა და ვიზიტების დაგეგმვა;
  • მონაცემების პროგრამაში რეგისტრაცია და განახლება;
  • კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • მომსახურების დროს შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის გამართული ფლობა.

საჭირო უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.