ქოლ-ცენტრის ოპერატორი — ენმედიცი

ენმედიცი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე + ბონუსი ზარების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი ზარების მიღება და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა;
  • სატელეფონო მიმართვების პროგრამაში სწორად დაფიქსირება;
  • მომხმარებელთა პროფესიული და თავაზიანი მომსახურება;
  • ქოლ-ცენტრის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
  • კომპიუტერით მუშაობის საბაზისო უნარები;
  • მომხმარებელთა მომსახურების/ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 1000 ლარს ხელზე + ბონუსს ზარების მიხედვით;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კლინიკის ამბულატორიულ სერვისებზე 40%-იან ფასდაკლებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევისა და შეფასების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.