კლინიკური კვლევის რეგულირების სპეციალისტი — ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

კლინიკური კვლევის რეგულირების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური კვლევის რეგულირების სპეციალისტის (CRA / Clinical Research Associate) თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

კლინიკური კვლევების ფარგლებში სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება კვლევასთან დაკავშირებული რეგულატორული და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციაზე, მათ შორის კვლევისთვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებული პროცედურების მართვაზე.

საქმიანობა მოიცავს:

  • კლინიკური კვლევის ფარგლებში სამედიცინო მოწყობილობების შემოტანასთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციების, მოთხოვნებისა და პროცედურების მოკვლევას და შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას
  • კვლევის ფარგლებში სამედიცინო მოწყობილობის იმპორტისთვის/ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და მოთხოვნების განსაზღვრას
  • რეგულატორული და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადებას, ორგანიზებასა და შესაბამის უწყებებში წარდგენას
  • სამედიცინო მოწყობილობის შემოტანასთან დაკავშირებული განაცხადების, წერილების, ფორმებისა და თანდართული დოკუმენტების მომზადებას
  • შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციას
  • შეტანილი განაცხადებისა და დოკუმენტაციის სტატუსის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დროულად წარდგენას
  • კვლევის სპონსორთან, CRO-სთან, მთავარ მკვლევართან, კვლევით გუნდთან, ლოჯისტიკურ და სხვა შესაბამის პარტნიორებთან კოორდინაციას
  • სამედიცინო მოწყობილობების მიწოდების, იმპორტისა და კვლევის ცენტრში მიღების პროცესის ადმინისტრაციულ კოორდინაციას
  • კვლევასთან დაკავშირებული რეგულატორული დოკუმენტაციის არქივირებასა და მოწესრიგებულად შენახვას
  • კვლევის დოკუმენტაციის მუდმივ განახლებასა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებას
  • კვლევის მიმდინარეობისას რეგულატორული მოთხოვნების ცვლილებების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში პროცესების შესაბამისობაში მოყვანას
  • კვლევის დოკუმენტაციისა და პროცედურების შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას მოქმედ რეგულაციებთან, კვლევის პროტოკოლთან და Good Clinical Practice (GCP) პრინციპებთან.

კვლევითი საქმიანობა:

  • კვლევით გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლევის ადმინისტრაციული და რეგულატორული პროცესების ეფექტურად განხორციელების მიზნით
  • კლინიკური კვლევის დოკუმენტაციის მომზადებაში, მართვასა და განახლებაში მონაწილეობა
  • კვლევის ფარგლებში საჭირო დოკუმენტების ვადების კონტროლი და შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა
  • კვლევის სპონსორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა
  • მონიტორინგის ვიზიტებისა და აუდიტებისთვის საჭირო რეგულატორული დოკუმენტაციის მოწესრიგებაში მონაწილეობა
  • კვლევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების იდენტიფიცირება, მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტის ორგანიზება
  • კვლევის ხარისხის კონტროლისა და GCP-ის მოთხოვნების დაცვა

ძირითადი პასუხისმგებლობის სფეროები:

  • მოკვლევა — კლინიკური კვლევისა და სამედიცინო მოწყობილობის იმპორტთან დაკავშირებული რეგულატორული მოთხოვნების მოძიება და ანალიზი
  • მომზადება — საჭირო განაცხადების, წერილების, ფორმებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება
  • შეტანა — დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებში წარდგენა
  • მონიტორინგი — განაცხადების, ნებართვების, პასუხებისა და პროცესის სტატუსის მუდმივი კონტროლი
  • კოორდინაცია — კვლევის გუნდს, სპონსორს, CRO-ს, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • დოკუმენტირება — ყველა ეტაპის სათანადო აღრიცხვა, დოკუმენტების ორგანიზება და არქივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო, ბიოლოგიურ, ფარმაცევტულ, ჯანდაცვის ან მონათესავე სფეროში
  • კლინიკური კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება — სასურველია
  • Good Clinical Practice (GCP) სერტიფიკატი — სასურველია
  • კლინიკური კვლევების მარეგულირებელი მოთხოვნების მიმართ ინტერესი და მათი მოკვლევის/შესწავლის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook და სხვ.) ცოდნა
  • სხვადასხვა უწყებასთან და პროფესიულ ჯგუფთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დამატებითი უპირატესობა:

  • კლინიკური კვლევის ადმინისტრირებაში ან რეგულატორულ მიმართულებაში გამოცდილება
  • სამედიცინო მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება
  • სამედიცინო მოწყობილობების იმპორტთან ან რეგულატორულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოცდილება
  • კლინიკური კვლევის დოკუმენტაციისა და რეგულატორული პროცესების მართვის გამოცდილება
  • კვლევის სპონსორთან ან CRO-სთან თანამშრომლობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

  • ანაზღაურება: საათობრივი შეთანხმებით
  • განაცხადის შემოტანის ვადა: 1 კვირა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ