ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური თერაპევტი
ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი "ფაზლი" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- მოტორული უნარების განვითარებაზე მუშაობა;
- ინდივიდუალური თერაპიული პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
- ეფექტური კომუნიკაცია მშობლებთან და გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება ფიზიკური თერაპიის სფეროში;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და ყურადღება თითოეული ბავშვის საჭიროებებზე.
რას ვთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
- ინდივიდუალური განვითარებისა და გადამზადების შესაძლებლობები;
- მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გარემო;
- შანსი რეალურად დაეხმარო ბავშვებს დამოუკიდებლობისა და მოძრაობის უნარების განვითარებაში.