კლიენტთა მომსახურების ცენტრ. აბონენტებთან მუშაობის ოპერატორი — თელმიკო

თელმიკო — ლოგო
თელმიკო

კლიენტთა მომსახურების ცენტრ. აბონენტებთან მუშაობის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას - კლიენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტებთან მუშაობის ოპერატორის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა განცხადებების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირება (რეკვიზიტების შეცვლა, ბრუნვის ისტორიის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება ტარიფების, ვალების შესახებ და ა.შ.);
  • მომხმარებელთა განცხადებების შესრულების ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/დამუშავება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სააბონენტო ბარათზე თანხის კორექტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება და მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება;
  • აბონენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეესტრების და ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება ექსელის ფაილში;
  • მომხმარებლებთან ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებების გაფორმება;
  • მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით;
  • მომხმარებლებისათვის განმარტებითი ინფორმაციის მიწოდება დავალიანების წარმოშობისა და მიზეზების შესახებ;
  • შრომის შინაგანაწესის, საწარმოო და შრომითი დისციპლინის ორგანიზება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • რუსული ენა - სასურველია ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენა - სასურველია ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე: MS Excel, MS Word; PowerPoint.
პიროვნული თვისებები და უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 02.10.2026 წ.