კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
კომპანია "ჯორჯიან კარგო გრუპი"/"Georgian Cargo Group" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლიენტთა მომსახურების ოპერატორი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება და მათთან უშუალო კომუნიკაცია
- მომხმარებლებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურში გადამისამართება
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ინგლისური/რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
კომპანია გთავაზობთ:
- 4 სამუშაო დღეს: 09:00-17:30
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- სამედიცინო დაზღვევას
- სამუშაო ადგილი ფოთი