კლიენტთა მომსახურების ოპერატორი — DHL

DHL — ლოგო
DHL

კლიენტთა მომსახურების ოპერატორი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00-გრაფიკით);

ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურება;
  • შემოსული ზარების მიღება, მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ჩამოსული გზავნილებზე ინფორმაციის გაცემა;
  • კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
  • აიდენტიფიცირებს კლიენტის საჭიროებას და უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებას;
  • ელექტრონული არხებით მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • უზრუნველყოფს პროდუქტების და მომსახურების გაყიდვას;
  • საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" -ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.