კლიენტთა მომსახურ. ცენტრის აბონენტებთან მუშაობის ოპერატორი
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას - კლიენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტებთან მუშაობის ოპერატორის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები
- მომხმარებელთა განცხადებების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირება (რეკვიზიტების შეცვლა, ბრუნვის ისტორიის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება ტარიფების, ვალების შესახებ და ა.შ.);
- მომხმარებელთა განცხადებების შესრულების ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/დამუშავება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- სააბონენტო ბარათზე თანხის კორექტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება და მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება;
- აბონენტებთან დაკავშრებული სხვადასხვა სახის რეესტრების და ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება ექსელის ფაილში;
- მომხმარებლებთან ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებების გაფორმება;
- მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით;
- მომხმარებლებისათვის განმარტებითი ინფორმაციის მიწოდება დავალიანების წარმოშობისა და მიზეზების შესახებ;
- შრომის შინაგანაწესის, საწარმოო და შრომითი დისციპლინის ორგანიზება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული ენა - სასურველია ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენა - სასურველია ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე: MS Excel, MS Word; PowerPoint.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა, რაც მოიცავს:
- თავაზიანობას,
- სწრაფ რეაგირებას და გადაწყვეტილების მიღების უნარს,
- ემპათიას,
- ემოციურ სტაბილურობას და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 01.07.2026 წ.