კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი — Foresight FX

Foresight FX — ლოგო
Foresight FX

კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Foresight" არის ფინანსური ჯგუფი, რომელიც ქმნის და ავითარებს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს.

ჯგუფის ერთ-ერთი მიმართულებაა "FXHub" - ონლაინ ვალუტის გაცვლის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის კონვერტაციას კონკურენტული კურსით, სწრაფად და მარტივად.

"FXHub"-ის გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოზიდვა, FXHub-ის სერვისის შეთავაზება და კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.

ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და Cold Calling-ის განხორციელება;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა;
  • ახალი კლიენტის მოზიდვის სრული პროცესის მართვა;
  • პოტენციური გარიგებებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პროცესის მართვა;
  • ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პროაქტიულობა და მიზანდასახულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ფინანსურ სექტორში, საბანკო სფეროში, სავალუტო ოპერაციებში ან B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • მუშაობას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ჯგუფში;
  • სწრაფად განვითარებად ფინანსურ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • საბონუსე სისტემას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ