ხარჯთაღმრიცხველი
"Element Fit-Out LLC"-ის საქმიანობა ეფუძნება ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებსა და მკაფიო ხედვას. კომპანია დაარსდა 2025 წელს და მოკლე პერიოდში სანდო პარტნიორის რეპუტაცია მოიპოვა.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სრულ მომსახურებას — კონცეფციის შემუშავებიდან პროექტის სრულ განხორციელებამდე. მომსახურება მოიცავს პროექტის დაგეგმვას, ინტერიერის დიზაინსა და მაღალი ხარისხის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს. განხორციელებული პროექტები გამოირჩევა გამორჩეული ესთეტიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით.
ვეძებთ კვალიფიციურ და დეტალებზე ორიენტირებულ ხარჯთაღმრიცხველს, რომელსაც აქვს სამშენებლო და სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის მომზადების გამოცდილება. კანდიდატს უნდა შეეძლოს პროექტის დოკუმენტაციის ანალიზი, სამუშაოების მოცულობებისა და ხარჯების ზუსტად განსაზღვრა და ხარისხიანი ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური ნახაზების ანალიზი;
- სამშენებლო სამუშაოებისა და საჭირო მასალების მოცულობების განსაზღვრა;
- დეტალური ხარჯთაღრიცხვებისა და პროექტის ბიუჯეტის მომზადება;
- მასალების, სამუშაოებისა და მომსახურებების ფასების ანალიზი და შედარება;
- მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორების კომერციული შეთავაზებების შეფასება;
- პროექტის ბიუჯეტის ეფექტიანობისა და ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
- პროექტის მენეჯმენტისა და სხვა შესაბამის გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა.
- ხელშეკრულებების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და შესაბამისობის დოკუმენტაციის (სერტიფიკატები, submittal-ები) გადამოწმებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო მენეჯმენტის, ან მონათესავე დარგში;
- უპირატესობა მიენიჭება Fit‐Out გამოცდილებას;
- ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word, ArchiCAD, AutoCAD) პროფესიულ დონეზე ფლობა.
- ღიაობა ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების მიმართ და მათი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ეფექტურად გამოყენების უნარი.
უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაბელურობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 -მდე;
- ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10/09/2026
CV-ის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით "Element Fit-Out LLC"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას რეკრუტინგის მიზნებისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 1 წლის განმავლობაში.