ხარჯთაღმრიცხველი — სითიზენი

სითიზენი — ლოგო
სითიზენი

ხარჯთაღმრიცხველი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Cityzen Central Park"-ის პირველი მასშტაბური პროექტი თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

არსებული ობიექტის მიღმა, კომპანიის ხედვაშია, როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე რეგიონში, განსხვავებული ტიპის დეველოპერული პროექტების განვითარება.

"სითიზენის" გუნდში ხარჯთაღმრიცხველს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

  • ხარჯთაღრიცხვების მომზადება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
  • ხარჯთაღრიცხვების კორექტირებაზე მუშაობა;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება;
  • ობიექტთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • ობიექტზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
  • საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • საოფისე პროგრამების (MS Word; MS Excel) და AutoCad-ის ცოდნა.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.