ხარჯთაღმრიცხველი
სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.
სამუშაო ადგილი: საქართველო
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
მოვალეობები:
- პროექტის სამშენებლო ბიუჯეტის განსაზღვრა ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე
- პროექტის მიმდინარეობისას ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი
- შესრულებული სამუშაოების მიხედვით ყოველთვიური დოკუმენტაციის (ფორმა #2) მომზადება
- შესრულებული და დარჩენილი სამუშაოების მოცულობების დათვლა (BOQ)
- პროექტის განმავლობაში დარჩენილი სამუშაოების რებიუჯეტირება / პროგნოზირება
- მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და კონტროლი
- პროექტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიში მენეჯმენტისთვის
- პროექტის ფინანსური ზედამხედველობა
უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
- ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
- სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის, ინჟინერიის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ხარჯთაღრიცხვაში
- სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- სამშენებლო ნორმებისა და ფასთაღრიცხვითი სტანდარტების ცოდნა
- ფორმა #2-ის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება