ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი — ბიოქიმფარმი

ბიოქიმფარმი — ლოგო
ბიოქიმფარმი

ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანია "ბიოქიმფარმი" აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევან გოთუას N8

სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

სამუშაო საათები: 09:00-18:00

ანაზღაურება: ფიქსირებული

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

პასუხისმგებლობები:

  • EU GMP-ისა და კომპანიის დოკუმენტაციის მართვის სისტემის პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად, შიდა დოკუმენტების მართვა და ჩანაწერების/მონაცემების კონტროლი;
  • პერსონალის უზრუნველყოფა აქტუალური დოკუმენტაციით;
  • პროდუქტის სერიის დოსიეს მომზადება, კომპლექსურობის შემოწმება და შენახვა-დაარქივება;
  • კომპანიაში ცვლილებების კონტროლის, შეუსაბამობების/გადახრების, მაკორექტირებელი და პრევენციული მოქმედებების პროცედურების მართვა და დოკუმენტირება;
  • მომხმარებლისგან მიღებული საჩივრების/რეკლამაციების გამოკვლევასა და შეფასებაში მონაწილეობის მიღება და დოკუმენტირება;
  • შიდა და გარე აუდიტების პროცესის განხორციელებასა და დოკუმენტირებაზე კონტროლის განხორციელება;
  • აუტსორსინგული/კონტრაქტით განსაზღვრული აქტივობების, მომხმარებლებისა და მომწოდებლების კვალიფიკაცია-მონიტორინგის პროცესების მართვაში მონაწილეობა და დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის ხარისხის მიმოხილვის ანგარიშების მომზადება;
  • ხარისხის შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
  • ხარისხის რისკების მართვის პროცესში მონაწილეობა; ხარისხის რისკების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების კონტროლის განხორციელება.

კვალიფიკაცია:

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფარმაციაში, ქიმიაში, სამედიცინო ბიოლოგიასა ან/და სხვა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების დარგებში;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook) ცოდნა;
  • ხარისხის მართვის სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნა (EU GMP, ISO 9001, ISO/IEC 17025, WHO GMP);
  • ხარისხის უზრუნველყოფის/კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დოკუმენტების შედგენის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი