ხარატი
ფოლადის სახლი 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.
კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ხარატის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- CNC Lathe დანადგარზე დეტალების დამზადება ტექნიკური ნახაზის მიხედვით.
- დანადგარის მომზადება სამუშაოსთვის — ინსტრუმენტების, დეტალისა და პარამეტრების დაყენება.
- CNC პროგრამის გაშვება და საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მცირე კორექტირებების შეტანა.
- დამზადებული დეტალების ზომებისა და ხარისხის კონტროლი.
- დანადგარის ყოველდღიური მოვლა და სამუშაო ადგილის უსაფრთხო მდგომარეობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ხარატად მუშაობის გამოცდილება, სასურველია CNC Lathe დანადგარებზე.
- CNC პროგრამების, G-code-ის და M-code-ის საბაზისო ცოდნა.
- ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ზომების სწორად გაგების უნარი.
- საზომი ხელსაწყოების — მიკრომეტრი, შუბლერი და სხვა — გამოყენების ცოდნა.
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ვაკანსიის პირობები:
სამუშაო ადგილი: ლილო
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
ანაზღაურება: შეთანხმებით
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება