ქართულის მასწავლებელი — მამც

მამც — ლოგო
მამც

ქართულის მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი

კომპანიის შესახებ
მოსწავლე-აბიტურინტთა მოსამზადებელი ცენტრი “მამც” უკვე 16 წელია წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში და გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და ინოვაციური სწავლების მეთოდებით. ცენტრი ორიენტირებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებაზე, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე და ეროვნული გამოცდებისთვის ეფექტურ მომზადებაზე. “მამც” აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და შემოქმედებითი გარემო უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს.

ძირითადი მოვალეობები

  • ქართულის ენისა და ლიტერატურის სწავლება IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ეროვნული გამოცდების სტანდარტების გათვალისწინებით.
  • ეროვნული გამოცდების მოთხოვნის შესაბამისი ცოდნის მიცემა აბიტურიენტებისთვის.
  • სასწავლო მასალის შემუშავება და ადაპტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.
  • აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება, ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული კრიტერიუმებით.
  • მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის მონიტორინგი, შეფასება და უკუკავშირის მიწოდება.
  • ადმინისტრაციასთან ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეთა განვითარებაზე.
  • საგნობრივი და საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვა სწავლების პროცესში.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები

  • ქართულის ფილოლოგიის ან შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება მაგისტრის ხარისხით.
  • მინიმუმ 5-10 წლიანი გამოცდილება ქართულის მასწავლებლის პოზიციაზე.
  • თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიების ცოდნა და გამოყენების უნარი.
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის მაღალი უნარები.
  • ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა საგანმანათლებლო პროცესში.

უპირატესობები და სარგებელი

  • თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და მოქნილი სამუშაო გარემო.
  • კონკურენტული ანაზღაურება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
  • თანამშრომლობა გამოცდილი და მოტივირებული გუნდის წევრებთან.
  • თანამედროვე სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა.