კაფეტერიის დიასახლისი
კომპანია GM Pharma-ში, თანამშრომელთა კაფეტერიაში ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ დიასახლისს, რომლის მთავარი მოვალეობაა კაფეტერიაში სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა, სტუმრების კომფორტზე ზრუნვა და გუნდისთვის სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა. როლი მოიცავს დარბაზისა და სამზარეულოს სივრცეების მოწესრიგებას ყოველდღიური სტანდარტების შესაბამისად.
მთავარი მოვალეობები:
- დარბაზისა და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება და დეზინფექცია
- მაგიდების, სკამების, დახლებისა და მისაღები ზონის მოწესრიგება სამუშაო დღის განმავლობაში
- ნაგვის სორტირება, გატანა
- სამზარეულოს სივრცის დასუფთავებაში მხარდაჭერა დადგენილი წესების დაცვით
- საწმენდი საშუალებების აღრიცხვა და შევსება
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
- დროებით დამატებითი მოთხოვნილებების შესრულება (შესასვლელის, ვიტრინების, იატაკისა და შუშების მოწესრიგება)
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
- ჰიგიენურ/სანიტარიულ საბაზისო წესების ცოდნა
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი
- სასურველია კვების ობიექტზე მუშაობის გამოცდილება (არ არის სავალდებულო)
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: სრული
- სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
- მდებარეობა: ქვემო ფონიჭალა
- უზრუნველყოფა: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებასა და სამუშაო ფორმას
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება