იურისტი
კახური ტრადიციული მეღვინეობა " ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად. ფუნქცია-მოვალეობები: ** იურიდიული კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ** კომპანიის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო უწყებებსა და სასამართლო ორგანოებში; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მუდმივი მონიტორინგი და განახლება; ** სხვადასხვა სახის კონტრაქტების (მათ შორის, ნასყიდობის, ნარდობის, საპროექტო, მომსახურების) შედგენა და გარიგებებში მონაწილეობა/მხარდაჭერა; ** სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შეფასება, მართვა და პრევენცია. ** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების, ნებართვებისა და მიწის ნაკვეთების/შენობა-ნაგებობების რეგისტრაციის პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფა საჯარო რეესტრსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში; ** კომპანიის შიდა დოკუმენტაციის (ბრძანებები, გადაწყვეტილებები) შედგენა; ** კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებისა და დეპარტამენტების საკითხების კონსულტირება; ** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით; (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს); ** იურიდიული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება; ** უძრავი ქონების, სამშენებლო, დეველოპმენტის, ინფრასტრუქტურის ან მომიჯნავე სექტორებში მუშაობის გამოცდილება; ** რუსული ენის ცოდნა; უნარ-ჩვევები: ** ლიდერული უნარ-ჩვევები; ** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; ** პრიორიტეტების დასახვის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** დროის მართვის უნარი;