იურისტი — MAQRO Group

MAQRO Group

იურისტი

შეთანხმებით თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

MAQRO Group არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია მომსახურებას უწევს მაქრო ჯგუფში შემავალ ყველა კომპანიას, რომლებიც აშენებენ საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი http://www.maqro.ge/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფისში იურისტის პოზიციაზე სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის N30 სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე ანაზღაურება შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით) ძირითადი მოვალეობები: ** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა (ხელშეკრულებები, შეთანხმებები, წერილები, გაფრთხილებები და სხვა…); ** მომზადებული დოკუმენტების ორმხრივად ხელმოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერილი ეგზემპლარების დაბრუნების მონიტორინგი და მათი დაარქივება; ** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა (მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის უზრუნველყოფა). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი; ** ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება; ** ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** სწრაფად ადაპტაციის უნარი. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა; ** უმაღლესი (იურიდიული) განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე გაყიდვების სფეროში (სამშენებლო სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ცოდნა); ** საოფისე პროგრამების ცოდნა. კომპანია თავის მხრივ უზრუნველყოფს: ერთჯერად კვებას, კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით), კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ