იურიდიული სპეციალისტი
მზარდი კომპანია ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან იურიდიულ სპეციალისტს.
თუ გსურთ მიიღოთ მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილება და ჩაერთოთ კომპანიის ყოველდღიურ სამართლებრივ მხარდაჭერაში, გთავაზობთ განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
პირობები:
- ანაზღაურება: 1 500-1 700 ლარი;
- პროფესიული სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- დაწინაურების რეალური პერსპექტივა;
- მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.
- სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
სამუშაო ადგილი: ორხევი
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპანიის შიდა დოკუმენტაციის სამართლებრივი წესრიგის მხარდაჭერა;
- კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი;
- სამართლებრივი საკითხების შესახებ პირველადი დასკვნების მომზადება;
- კორესპონდენციისა და დოკუმენტბრუნვის მართვაში ჩართვა;
- იურიდიული საკითხების კოორდინაცია შესაბამის მხარეებთან;
- სხვა მიმდინარე საოპერაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- შრომითი, სამოქალაქო და კომერციული სამართლის საბაზისო ცოდნა;
- იურიდიული დოკუმენტების მომზადების უნარი;
- ქართული ენის გამართული წერილობითი კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტაცია და კონფიდენციალურობის დაცვა;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
თემის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.