IT უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი — ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

IT უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი

₾1875 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება: 1875 ლარი დარიცხული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახორციელებს კლინიკის კომპიუტერული ქსელის, სერვერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ მუშაობაზე ტექნიკურ ზედამხედველობასა და მხარდაჭერას;
  • ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
  • კომპეტენციის ფარგლებში აფასებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხობრივ და სამართლებრივ-ტექნიკურ დოკუმენტებს;
  • კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს IT ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დოკუმენტაციას;
  • ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციასა და სპეციფიკაციებს შესყიდვებისა და სარემონტო-სატექნიკო სამუშაოებისათვის;
  • უზრუნველყოფს კლინიკის სამედიცინო და საოფისე პერსონალისათვის ტექნიკურ დახმარებას და ინციდენტებზე ოპერატიულ რეაგირებას;
  • ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს საქმიანობის შესახებ პერიოდულ ანგარიშებს;
  • წარადგენს ანგარიშებსა და პრეზენტაციებს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ;
  • სამუშაოს ეფექტურად შესრულებისათვის, ტექნიკური პროცესების კოორდინაციას, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ზედამხედველობას და დისციპლინარულ გადაცდომებზე რეაგირებას;
  • ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან ინჟინერიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კლინიკაში, სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ქსელების, ოპერაციული სისტემებისა და საინფორმაციო სისტემების (მათ შორის სამედიცინო პროგრამების) საფუძვლიანი ცოდნა;
  • MS Office-ისა და IT ინფრასტრუქტურის მართვის ხელსაწყოების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპეტენტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 01 ოქტომბერი.