IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია შპს "მეტრო სერვის+" 2006 წელს დაარსდა და პირველმა დანერგა საქართველოში მგზავრობის საფასურის საბარათე გადახდების სისტემა, როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტში, ისე საბაგირო სისტემებში.
შპს "მეტრო სერვის+" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. N106
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის IT მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
- პრინტერების, სკანერებისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
- ორგანიზაციის სალაროებში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამართვის პროცესში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსური ტექნიკური პრობლემების შესაბამის IT გუნდთან/სპეციალისტთან ესკალაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი/პროფესიული განათლება IT მიმართულებით;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის უნარი;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის, კონფიგურაციისა და განახლების გამოცდილება;
- ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა: TCP/IP, DHCP, DNS, LAN;
- სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.