IT ტექნიკოსი — დიშოპი

დიშოპი

IT ტექნიკოსი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "დიშოპი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტექნიკის და მათი ნაწილების გაყიდვა/შესყიდვა (მაგ: ლეპტოპი, ვიდეობარათი, ოპერატიული, დედაბარათი და ა.შ.);
  • ოპერაციული სისტემების (Windows / macOS / Linux) ინსტალაცია, განახლება და კონფიგურაცია;
  • საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის (Office, ანტივირუსი და სხვა) ინსტალაცია და გამართვა;
  • შიდა ლოკალური ქსელისა (LAN / Wi-Fi) და ინტერნეტთან კავშირის მოწყობა, გამართვა და ხარვეზების აღმოფხვრა;
  • დედაპლატების დიაგნოსტიკა, ელექტრული სქემების კითხვა და აღდგენა;
  • დედაპლატების შეკეთება;
  • ეკრანების შეცვლა;
  • კლავიატურის შეცვლა;
  • ელემენტის შეცვლა;
  • მიკროსკოპთან და საჩარჩილავ სადგურთან მუშაობა;
  • BGA ჩიპების, მიკროსქემების, კონექტორებისა და წვრილი ელემენტების შეცვლა/აღდგენა;
  • ლეპტოპების ეკრანების, ელემენტების და სხვა ნაწილების პროფესიონალური შეცვლა;
  • ფიზიკურად დაზიანებული მოწყობილობების აღდგენითი სამუშაოები;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და ტესტირება.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი სიზუსტე, დაკვირვებულობა და ყურადღება საქმის მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ახალი მოდელებისა და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 49;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 11:00-19:00;
  • ანაზღაურება: 2000 ლარი.