IT სპეციალისტი- ქუთაისი
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერული ტექნიკის, ინტერნეტის, Wi-Fi-ისა და ლოკალური ქსელის გამართული მუშაობა.
- ახალი ტექნიკის ინსტალაცია და კონფიგურაცია.
- დაზიანებული მოწყობილობების შეკეთება ან სერვისთან კოორდინაცია.
- ქსელის უსაფრთხოების კონტროლი.
- VPN-ისა და დისტანციური წვდომის გამართვა.
- სერვერები და მონაცემები:
- მონაცემების რეგულარული Backup.
- სერვერების მონიტორინგი.
- მონაცემების აღდგენა ავარიის შემთხვევაში.
- კიბერუსაფრთხოება:
- ანტივირუსების მართვა.
- მომხმარებელთა უფლებების კონტროლი.
- პაროლების პოლიტიკის დანერგვა.
- ფიშინგისა და სხვა საფრთხეების პრევენცია.
- პროგრამული უზრუნველყოფა:
- Windows-ისა და სხვა პროგრამების ინსტალაცია.
- ERP/ბუღალტრული პროგრამების მხარდაჭერა.
- ლიცენზიების კონტროლი.
- ვიდეოთვალთვალი და უსაფრთხოების სისტემები:
- კამერების, DVR/NVR-ის კონტროლი.
- წვდომის კონტროლის სისტემების მხარდაჭერა.
ანაზღაურება: 1300-დან 1800 ლარამდე გამოცდილების მიხედვით
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გუნდს;
- ერთჯერად კვებას;
- სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
- შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით.