IT სპეციალისტი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
- Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
- Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
- Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში;
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:
- კომპანიისა და კომპანიის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე კომპიუტერული და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომპანიის თანამშრომლების კომპიუტერულ ტექნიკაზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია, განახლება და ტესტირება;
- კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული და ქსელური მოწყობილობების დაზიანებების დიაგნოსტიკა და შესაბამისი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;
- კომპანიის მასშტაბით პროფილაქტიკური და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
- სამუშაო სივრცეებში კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, კონფიგურაცია, ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება;
- IP ტელეფონიის სისტემების მონტაჟი, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, აღდგენა, განახლება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- ლოკალური ქსელის მოწყობილობებისა და საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟი, გამართვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
- კომპიუტერული ტექნიკისა და IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური მოვლა-პატრონობა, პროფილაქტიკური შემოწმება და გაწმენდა;
- კომპიუტერული მოწყობილობების შიდა და გარე წმენდა, გაგრილების სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- კომპანიის IT სისტემების უსაფრთხო და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება;
- მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და IT საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook);
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- SLACK, MONDEY, OUTLOOK პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 ან 09:00-18:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. მაჭავარიანის N65 (ვაშლიჯვარი).