IT სისტემების და მონაცემთა გადაცემის ქსელების სპეციალისტი
სკაისისტემსი აცხადებს ვაკანსიას IT სისტემების და მონაცემთა გადაცემის ქსელების სპეციალისტის პოზიციაზე, ასევე გვაქვს ვაკანსია Linux/Unix-ის მოყვარულებისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
- ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
- ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- მონაცემთა გადაცემის ქსელების საფუძვლების ცოდნა (LAN, WAN);
- ოპერაციული სისტემების ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
- 24 საათი ყოველი მე-4 დღე 09:30-09:30;
- ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (ხელზე).
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მობილურზე სასაუბრო დრო.
განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.