IT ბიზნეს ანალიტიკოსი
"Boxette Group" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკისა და ამანათების გადამისამართების კომპანია, ოფისებით საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში. ვეძებთ ანალიტიკურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც იქნება ხიდი ბიზნესსა და დეველოპერების გუნდს შორის.
სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ოფისიდან თბილისის ცენტრში;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
ანაზღაურება: გასაუბრების შედეგად
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ამოცანებისა და ბიზნესმოთხოვნების ანალიზი, სტრუქტურირება და პრიორიტეტიზაცია;
- მოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა და დეველოპერების გუნდისთვის მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანების გადაცემა;
- დავალებების შესრულების პროცესის თანხლება — დეველოპერებთან და პროდუქტის მფლობელთან კომუნიკაცია საბოლოო შედეგამდე;
- ახალი ფუნქციონალის ტესტირებაში მონაწილეობა — ხარვეზების გამოვლენა, დოკუმენტირება და დეველოპერებისთვის გადაცემა;
- პროცესებისა და ფუნქციონალის დოკუმენტირება;
- კომუნიკაცია ჩვენს ოფისებთან უკრაინაში, თბილისსა და უზბეკეთში მოთხოვნების დაზუსტებისა და ხარვეზების შესამოწმებლად.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- IT სფეროში მსგავს პოზიციაზე (ბიზნეს ანალიტიკოსი/სისტემური ანალიტიკოსი/პროდუქტ-ანალიტიკოსი) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება — სავალდებულო;
- ამოცანების ანალიზისა და ტექნიკურ დავალებებად ჩამოყალიბების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გარკვევით, სტრუქტურირებულად წერისა და დოკუმენტირების უნარი;
- Jira-სა და მსგავს task-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ვებ და მობილური აპლიკაციების მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
- ენების ცოდნა: ქართული და რუსული — თავისუფლად (უცხოეთის ოფისებთან კომუნიკაციისთვის); ინგლისურის ცოდნა — ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობა, გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის მაღალი უნარი.
უპირატესობა მიენიჭება (არ არის სავალდებულო):
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) გამოცდილება;
- ლოგისტიკის, e-commerce ან fintech სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- API-ების, მონაცემთა ბაზების ან ინტეგრაციების ზოგადი გაგება (SQL — პლუსი);
- უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ, სრულ განაკვეთზე დასაქმებას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
- პროფესიული განვითარებასა და ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
- მეგობრულ, გუნდურ სამუშაო გარემოს.