ინჟინერი
შპს " ავერსის კლინიკა" აცხადებს ინჟინრის ვაკანსიას ცენტრალურ/გორის ფილიალში. სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ქსელების პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** არსებული პროექტების და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და მოსალოდნელი რისკების ანალიზი; ** სამშენებლო მოედანზე მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი; ** კომპანიაში მიმდინარე მშენებლობებზე ტექნიკურ-საზედამხედველო კონტროლის სისტემის ორგანიზება; ** მშენებლობის ზედამხედველების მიერ შედგენილი და წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება პროექტთან შესაბამისობის მიზნით, აღრიცხვა და შენახვა; ** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი; ** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ** პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა პროექტის მენეჯერთან ერთად; ** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა პროექტის მენეჯერთან; ** ფორმა 2-ში წარმოდგენილი მოცულობებისა და სამუშაოების გადამოწმება და დადასტურება; ** ხარჯთაღრიცხვების რევიზია და პროექტთან შედარება. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი; ** საოფისე პროგრამების და Autocad ცოდნა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა.