ინვენტარიზაციის სპეციალისტი
შპს “ლოჯისტიკური ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე (აფრიკა ენუქიძის ქუჩა)
ძირითადი მოვალეობები
- საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაციის ჩატარება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
- ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამის პროგრამაში დროული და ზუსტი ასახვა;
- ფაქტობრივი და პროგრამული სასაქონლო ნაშთების შედარება, გამოვლენილი სხვაობების იდენტიფიცირება და პროგრამული ასახვა;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- გამოვლენილი შეუსაბამობებისა და ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
ძირითადი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის Microsoft Excel-ისა და 1C-ის;
- ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
პიროვნული თვისებები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- დამოუკიდებლად და გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი: 10:00-დან 18:00 საათამდე;
შაბათი: 11:00-დან 16:00 საათამდე.
ანაზღაურება: – 1,500 ლარი;
სამუშაო ადგილი:
თბილისი, აფრიკის დასახლება, ა. ენუქიძის ქ. №7 / ქიზიყის ქ. №50ბ.
კომპანია უზრუნველყოფს:
- თანამშრომელთა ტრანსპორტირებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FITPASS-ის მომსახურებას;
- ბიბლუსისა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ფასდაკლების ბარათებს.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577232714
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: ani.khabeishvili@logistica.ge