ინსტალატორი- სამტრედია — ვი ჯი ეს ნეთვორქი

ვი ჯი ეს ნეთვორქი

ინსტალატორი- სამტრედია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვი-ჯი-ეს ნეთვორქ - ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან კადრს, რომელსაც სურს სტაბილური სამსახური.

ძირითადი მოვალეობები:

  • აბონენტებთან ვიზიტი კომპანიის დავალებით;
  • ოპტიკური ბოჭკოვანი ინტერნეტის მონტაჟი;
  • ტელევიზიის სერვისის კონფიგურაცია;
  • დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ელემენტარული კომპიუტერული ცოდნა (Windows და ინტერნეტი);
  • ტექნიკური განათლება ან მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებთან მუშაობის ცოდნა - პლუსი;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია აუცილებელია), C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად.
  • სასურველია ცხოვრობდეთ სამტრედიიდან არაუმეტეს 15 კილომეტრის დაშორებით.

პირადი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • ტექნიკური საკითხების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო ადგილი: სამტრედია, რესპუბლიკის ქუჩა №74 (ძველი სასწრაფოს შენობა).