ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერი — რეპროარტი

რეპროარტი

ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. კლინიკა უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სრული სპექტრის მომსახურებას. შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვაკანტური პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; პოზიციის აღწერა: გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვაზე, მათთან ეფექტურ კომუნიკაციაზე და კლინიკის სერვისების შეთავაზება-გაყიდვაზე. მისი მთავარი ამოცანაა პაციენტის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება და პაციენტის სრული გზის კოორდინაცია პირველადი კონტაქტიდან მომსახურების დასრულებამდე. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს რეპროდუქციული მედიცინის სფეროში პაციენტებთან/გაყიდვებთან მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** ინგლისურ და რუსულ ენებზე პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** პაციენტებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა; ** პაციენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სერვისების შერჩევა; ** გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგებზე პასუხისმგებლობა; ** პაციენტის გზის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; ** გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება და დოკუმენტაციის წარმოება; ** ახალი პაციენტებისა და პარტნიორების მოძიება; ** არსებული ბაზის მართვა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა; ** გადახდების კონტროლი; ** პერიოდული რეპორტინგი. მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);` ** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ