ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
"ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი/IT Support პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- 1C პროგრამაში მუშაობა;
- მომხმარებლის სამუშაო სივრცის ტექნიკურად გამართვა;
- მომხმარებლის სამუშაო სივრცის პროგრამულად გამართვა საჭირო პროგრამებით;
- სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
- სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
- ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
- კონსულტაცია სატელეფონო და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
- კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და რეაგირება;
- დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
- მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება.
პროფესიული უნარები:
- კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
- პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
- ქსელური სადენების და აპარატურული მონტაჟი.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სხარტი აზროვნება;
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე
სამუშაო საათები: 09:30-19:00 (1სთ და 30 წთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1 200 (ათასორასი)ლარი (ხელზე ასაღები)
შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.