ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი — მეღვინეობა ხარება

მეღვინეობა ხარება — ლოგო
მეღვინეობა ხარება

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

₾3500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 08:30-17:30 სთ-მდე

ანაზღაურება: 3000 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შედეგ 3500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უსაფრთხოების და ვიდეო სამეთვალყურეო ჯგუფის ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ახალი თანამშრომლის უზრუნველყოფა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამებით, მომხმარებლებით და ტექნიკით;
  • თანამშრომელთა პერიფერიული მოწყობილობების დაინსტალირება;
  • კომპანიაში დანერგილი საკომუნიკაციო პროგრამების ინსტალაცია და მართვის უზრუნველყოფა.
  • ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად სხვა ფუნქციების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის და კომპანიაში მოქმედი წესების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სფეროში;
  • ERP (navision ან 1C) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდურობა.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ