HR ჯენერალისტი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.
ინდუსტრია: წარმოება
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია HR და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული სატელეფონო ლიმიტი
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს ქართული ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელსა და ექსპორტიორს, რომელიც აერთიანებს ღვინის წარმოების სრულ ციკლს - ვენახების მართვიდან და ყურძნის გადამუშავებიდან, ღვინის წარმოებასა და ჩამოსხმამდე. კომპანია ოპერირებს რამდენიმე საწარმოო ლოკაციაზე და პროდუქციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე წარმოადგენს.
პოზიციის აღწერა
HR ჯენერალისტი პასუხისმგებელია კომპანიის ძირითადი HR პროცესების კოორდინაციასა და ყოველდღიურ მართვაზე, მათ შორის შერჩევის, ადაპტაციის, HR ადმინისტრირების, თანამშრომელთა ურთიერთობებისა და განვითარების მიმართულებით.
ძირითადი ამოცანები:
- HR და ადმინისტრაციული სამსახურის წლიური მიზნების, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა
- თანამშრომელთა მოზიდვის, შერჩევისა და კომპანიაში ინტეგრაციის პროცესების მართვა, კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად
- HR ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა, მათ შორის თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება, HR სოფტში (OnDay) მონაცემების მართვა, პირადი საქმეებისა და შესაბამისი HR დოკუმენტაციის წარმოება, ორგანიზება და განახლება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
- თანამშრომლებთან ურთიერთობის მართვა - კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების ყოველდღიური მხარდაჭერა და კონსულტირება, HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე დაკვალიანება, უკუკავშირის მიღება და შესაბამის საკითხებზე რეაგირების კოორდინაცია
- თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების წლიური გეგმის განხორციელების კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი
- HR სოფტის განვითარებისა და გაუმჯობესების ინიციატივების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და დანერგვის კოორდინაცია სისტემის დამნერგავ კომპანიასთან თანამშრომლობით
- კომპანიის შინაგანაწესის, HR პოლიტიკების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციონალური მოვალეობის დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლება, თანამშრომლებთან შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი
- HR და ადმინისტრაციული პროცესების ISO სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ISO შიდა და გარე აუდიტებში მონაწილეობა
- შიდა კორპორაციული ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა და ორგანიზება
- საჭიროებისამებრ, ცალკეული ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია, მათ შორის საოფისე შესყიდვების ინიცირება შესყიდვების სამსახურთან და შემოსული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება
- შესრულებული სამუშაოების, მიმდინარე საკითხებისა და შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
- HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია წარმოების ინდუსტრიაში
- HR სოფტთან მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია საშუალო დონეზე
- შრომის კოდექსის ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.