HR ასისტენტი- რუსთავი
შპს "კავკასპაკი" ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა. 2010 წლიდან "კავკასპაკმა" საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად "კავკასპაკის" მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში. ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასფექი" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე. პირობები: ** ლოკაცია: რუსთავი , დავით გარეჯის ქუჩა #30 ** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00 სთ ** ანაზღაურება: პირველი 3 თვე 1200 (NET) ; მე - 4 თვიდან 1300 (NET) ; მე-7 თვიდან 1500 (net) . საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის მიმართულებით; ** სასურველია გამოცდილება HR მიმართულებით ან მინიმუმ სტაჟირება; ** ადამიანური რესურსების მართვის პროცესების საბაზისო ცოდნა; ** სასურველია HRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft Office პროგრამების მუშაობის უნარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თანამშრომელთა პერსონალური მონაცემებისა და HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება როგორც ელექტრონულ სისტემაში, ასევე მატერიალური ფორმით; ** თანამშრომელთა დასწრების, ნამუშევარი საათების, შვებულებების, ბიულეტენის, დეკრეტისა და მივლინებების აღრიცხვა და მონიტორინგი; ** ნამუშევარი დროის შეჯამება, მონაცემების სიზუსტის კონტროლი და სახელფასო დამუშავებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა. ** შიდა ღონისძიებების, ტრენინგებისა და თანამშრომლებთან დაკავშირებული HR აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა; ** რეკრუტინგის პროცესის მხარდაჭერა (ვაკანსიების განთავსება, კომუნიკაცია, ინტერვიუების კოორდინაცია); ** HR Generalist-ის მხარდაჭერა ადამიანური რესურსების მართვის ყველა მიმართულებით და სხვა დავალებების შესრულება საჭიროების შესაბამისად. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტაციასთან მუშაობისას; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მაღალი ეთიკა; ** სწრაფად სწავლისა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კორპორაციული ნომერი/ულიმიტო სასაუბრო პაკეტი; ** FitPass.