გუნდის წევრი - მოლარე ან მზარეული- ბათუმი — KFC საქართველო

KFC საქართველო — ლოგო
KFC საქართველო

გუნდის წევრი - მოლარე ან მზარეული- ბათუმი

₾1200.0 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

"KFC " აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული) ბათუმი "KFC" (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში "KFC"-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 20 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლობიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "KFC"-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა, კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო პირობები! სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1200 ლარიდან (ხელფასი + ბონუსი); ** ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით; ** სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ); ** ხელშეწყობა ცხრილში; ** დაწინაურება გაწერილი კარიერული გზის შესაბამისად; ** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში ბენეფიტები: ** დაზღვევა; ** საღამოს ცვლაში კორპორაციული ტაქსით სარგებლობა; ** კვებაზე ფასდაკლება; ** ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ საშუალო განათლება; ** ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა. ფუნქცია-მოვალეობები: 1) მზარეული: ** კერძების მომზადება; ** სტანდარტების დაცვა; ** სისუფთავის დაცვა რესტორანში. 2) მოლარე: ** სტუმრების მომსახურება; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** სტანდარტების დაცვა; ** სისუფთავის დაცვა რესტორანში