ღვინის მაღაზიის მენეჯერი- რუსთავი — კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა — ლოგო
კახური ტრადიციული მეღვინეობა

ღვინის მაღაზიის მენეჯერი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი

კახური ტრადიციული მეღვინეობა " ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. შპს " ვინჩერო " აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში . სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მდებარეობა: რუსთავი ძირითადი მოთხოვნები: ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით; ** პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება; ** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი; ** კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა; ** ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** მერჩენდაიზინგის კონტროლი; ** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს სფეროში მუსაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** ფუნქციების დელეგირების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა.