ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი — ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ

ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ — ლოგო
ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ

ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინრის პოზიციაზე.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
  • მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს
  • ორჯერად კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ღირსეულ სამუშაო პირობებს
  • სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
  • უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
  • ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:

  • ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
  • სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმიური სერვისის ჩატარებას
  • სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას
  • ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას
  • საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას
  • პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ

სამუშაო საათები: 12 საათიანი ცვლები, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე (კვირაში 5 დღე).