გერმანულენოვანი ცხელი ხაზის აგენტი
NETEX CONSULTING აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი ცხელი ხაზის აგენტის პოზიციაზე
ვეძებთ ცხელი ხაზის აგენტებს მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების სატელეფონო ზარების და ტექსტური შეტყობინებების მიღება და მომსახურება;
- მომხმარებლის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება;
- პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურების მიხედვით გადაწყვეტა;
- მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
- საჭირო ინფორმაციის სისტემაში დაფიქსირება.
აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას (კარგად/თავისუფლად)
სასურველი უნარები:
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომპიუტერისა და საბაზისო საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა შესაძლებელია კანდიდატების განხილვა გამოცდილების გარეშეც.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ოფისი;