გენერალური დირექტორის პირადი მძღოლი — იკაგე ჯგუფი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
იკაგე ჯგუფი

გენერალური დირექტორის პირადი მძღოლი

შეთანხმებით იწურება ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

იკაგე ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პირადი მძღოლის პოზიციაზე.

იკაგე ჯგუფი ეძებს სანდო, დისციპლინირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირად მძღოლს გენერალური დირექტორისთვის. ეს პოზიცია მოითხოვს არა მხოლოდ პროფესიონალურ მართვას, არამედ სიზუსტეს, ყურადღებას დეტალებზე და სრულ კონფიდენციალურობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • გენერალური დირექტორის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა
  • გადაადგილების მარშრუტების წინასწარ დაგეგმვა და დროის ეფექტური მართვა
  • ავტომობილის მუდმივი სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება
  • ოპერატიული რეაგირება და მაღალი პუნქტუალობის დაცვა

მოთხოვნები:

  • მართვის მოქმედი მოწმობა (B კატეგორია)
  • მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება
  • ქალაქის ქუჩებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა
  • სუფთა მართვის ისტორია

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • თავშეკავებულობა და პროფესიონალური ეტიკეტი
  • კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა
  • სტრესულ სიტუაციებში მშვიდი და გააზრებული მოქმედება

პირობები:

  • სრული განაკვეთი
  • ლოკაცია: ბათუმი
  • ანაზღაურება: 100 ლარი დღიურად ( მინ. 2000 ლარი.)

ჩვენ მოგიძებნით მძღოლის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მძღოლის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ